მაკა სოლოღაშვილი - ჩვენი კლინიკის სამი თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა - მიუხედავად თხოვნისა, არ გვეკარებოდა არც ერთი სამართალდამცავი ორგანო

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის სამი თანამშრომელი „არაადეკვატური ქცევების მქონე“ პაციენტებისგან დაინფიცირდა.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ რამდენჯერმე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა მათგან დახმარება ვერ მიიღეს.

მისივე თქმით, ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს ჩვენს ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი, აქედან კოვიდდადასტურებული დიაგნოზით არის 25, 4-ია 18-წლამდე ასაკის, 1 არის საყურადღებო პაციენტი, 5 პაციენტია ახალი, 2 იმპორტირებული, საკარანტინო სივრციდან, 3 მედპერსონალია. ეს არის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, პირველი დღიდან 8 ივნისამდე კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში და კლინიკა არის კოვიდკლინიკა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ჰყოლია არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად იმიტომ, რომ უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ "დარჩი სახლში", "მივცეთ თუ არა პლაქვენილი", ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თვითონ მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ. ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკების გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ეს არის ექთანი და სანიტარი ერთი და იგივე ცვლის, დაინფიცირდა. თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები, ეს პერსონალი არის იზოლირებულად, ზოგადად ნაკადები პერსონალთა ცვლების ხდებოდა ძალიან მაღალ დონეზე და დღემდე იმიტომ გვქონდა ასეთი შედეგი, რომ არც ერთი დაინფიცირებული არ გვყოლია და იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, სადაც ნაკლებად ველოდებით კონტაქტებში გავრცელების რისკებს. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ გამოხატული სიმპტომები, ტემპერატურაა მაღალი, სწორედ ამიტომ პირველივე სიმპტომების შემთხვევაში მოხდა პაციენტების სკრინინგი, სკრინინგის დონეზე გამოვლინდა ეს ინფიცირება და დროულად მოხდა ზომების მიღება. მუშაობის პერიოდში კლინიკა დატოვეს, მაგრამ ჩვენი ბოქსირებული სექტორის ყველა პერსონალი მაქსიმალურად არის განსწავლული და უზრუნველყოფილი იმით, რომ მათ თვითონ მოიწყონ იზოლაცია ოჯახებში. ისინი თვითიზოლაციაში არიან, როდესაც მიდიან კლინიკიდან”, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკის სამი თანამშრომელი "არაადეკვატური ქცევების" მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა