აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს ტრიბუნასთან მიუახლოვდა და განმარტებას ითხოვდა.

როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს , დავით გაბაიძის ბრძანებით მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მოუწოდებდა, სხდომა დაეტოვებინა, თუმცა მან სხდომათა დარბაზი არ დატოვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

"აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მოვიდნენ მოქალაქეები და თქვენ არ უშვებთ, მათთვის არ გცალიათ , რადგან ქვისლებისა და სხვა ნათესავების დასაქმებით ხართ დაკავებული. მოვითხოვ, რომ შემოუშვათ მოქალაქეები და მათ მოუსმინოთ. მე არ მაშინებს თქვენი შენიშვნები და ჯარიმები, აქ მოქალაქეების ხმა უნდა ისმოდეს",- განაცხადა სხდომაზე ელგუჯა ბაგრატიონმა.

თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განმარტა, რომ სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს ვერ დაუშვებენ, რადგან შესაბამისი ადგილი არ არის. მისივე განმარტებით, ეს ოპოზიციის მიერ დადგმული შოუ.

ცნობისთვის, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უსმენენ. თორნიკე რიჟვაძე შესრულებული და დაგემილი პროექტების შესახებ დეპუტატებს ანგარიშსს ჩააბარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა