გარე მოვაჭრეებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გასაყიდი ნივთები მიიტანეს და აქცია პერფორმანსს მართავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გარე მოვაჭრეებმა გასაყიდი ნივთები და პროდუქცია მიიტანეს. ისინი აქცია პერფორმანს მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

"ჩვენ უმუშევარი დავრჩით, არ გვაქვს შემოსავალი. წერეთლის ქუჩაზე გარე ვაჭრობით ვართ დაკავებული და ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. პანდემიის გამო დავზარალდით და ვითხოვთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება მოგვაქციოს",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აჭარის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე ამ წუთებში ხმაურში გრძელდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ელგუჯა ბაგრატიონს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებენ, თუმცა იგი დარბაზს არ ტოვებს. მმართველი პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ელგუჯა ბაგრატიონი რეგლამენტს არღვევს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს ტრიბუნასთან მიუახლოვდა და განმარტებას ითხოვდა. როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს , დავით გაბაიძის ბრძანებით მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა