ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ხვალ დაიწყება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ხვალ დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტი პარლამენტის რეგლამენტიდან და საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე გადაეგზავნება ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტს.

„ხვალიდან პარლამენტში გრაფიკის მიხედვით კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა. რეალურად ეს გახლავთ ახალი ბიუჯეტი, რადგან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შეცვლილი. ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 2.5 %-ისა, რომელიც ჩადებული გვქონდა თავდაპირველ ვერსიაში, იქნება ახლა 8.5% დეფიციტი. ჩვენ ვგეგმავდით მშპ-ის ზრდას 4.5% -ით, მაგრამ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკური კრიზისი. აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, ქვეყანა იქნება რეცესიაში და იქნება -4%. გარდა ამისა, ჩვენ შემოსავლების ნაწილში დაგვაკლდება 1.8 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი გათვლილი იყო 14 მილიარდ 430 მილიონ ლარზე. ახლა კი ბიუჯეტის ასიგნებები ანუ ხარჯვითი ნაწილი მიაღწევს 15. 923 მილიარდ ლარს ანუ 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. ხვალიდან დაიწყება პარლამენტში განხილვები, შემაჯამებელი სხდომა იქნება ერთ-ერთი პირველი საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტში და დავასრულებთ თვის ბოლოს,“ - განაცხადა კოვზანაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ