აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „ნაციონალური  მოძრაობის" წევრს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს ისმენენ, სხდომა ხმაურის გამო რამდენჯერმე შეწყდა.

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რეგლამენტის დარღვევის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს სიტყვიერი გაფრთხილება და ჯარიმა დააკისრა, შემდგომ კი სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ელგუჯა ბაგრატიონს თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიუხედავად სხდომათა დარბაზის დატოვება არ სურდა, თუმცა მასთან თორნიკე რიჟვაძე მივიდა და შესთავაზა, რომ ადგილი მოქალაქისთვის დაეთმო.

თორნიკე რიჟვაძის თხოვნის შემდეგ ელგუჯა ბაგრატიონი დარბაზიდან გავიდა.

დავით გაბაიძის თქმით, ელგუჯა ბაგრატიონი საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტს არღვევდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ვერ ხერხდებოდა.

ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიმე რიჟვაძე დეპუტატებს ანგარშს აბარებს. თორნიკე რიჟვაძე პანდემიის დროს გაწეული ხარჯების შესახებ საუბრობს.

პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა