აბაშაში აგრობაზრის მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის ტერიტორიაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარედ, აგრობაზრის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოების მიმდინარეობა დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი აშენდება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი. აღნიშნულ ობიექტზე განლაგდება სავაჭრო დახლები, მოეწყობა ავტოსადგომი. აგრობაზარი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებითა და ელექტროენერგიით, ასევე მოსასვენებელი სკამებით მგზავრებისთვის.

„აგრობაზართან მისასვლელი საავტომობილო გზა უსაფრთხო იქნება, როგორც მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტისათვის, ასევე მოვაჭრეებისა და მგზავრებისათვის. პროექტი რეგიონული განვითარების პროგრამების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოებს ასრულებს შპს „ჯი თი ჰოლდინგი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა