გიორგი ვაშაძე - ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი - არანაირი კვოტები და „იმას ამდენი ადგილი“ და „ამას ამდენი ადგილი“, მე ამის წინააღმდეგი ვარ

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან უნდა იყოს ის, ვისაც ხალხისგან აქვს მეტი მხარდაჭერა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ის მზადაა ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არ დაუშვებს „ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას“.

„ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის თანამშრომლობის ფორმატში. არანაირი კვოტები და „იმას ამდენი ადგილი“ და „ამას ამდენი ადგილი“. მე ამის წინააღმდეგი ვარ. მზად ვარ ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას ან ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას, ეს ჩემთვის წითელი ხაზი იყო, არის და იქნება ყოველთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა