დავით გაბაიძე - ოპოზიცია პამდემიის შედეგებს აანალიზებს და იმ შურიანივით იქცევა, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურდა

ოპოზიცია პამდემიის შედეგებს აანალიზებს და იქცევა იმ შურიანივით, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურდა,- ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ გააკეთა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაურიანი სხდომა შეაფასა.

მისი თქმით, აჭარის მთავრობა ეფექტურად მუშაობს და პანდემიით გამოწვეული კრიზის მიუხედავად ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები არ ჩერდება.

"მას შემდეგ რაც ხელისუფლების წარმატება გამოჩნდა პანდემიასთან დაკავშირებით, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი მწყობრიდან საერთოდ გამოვიდა. მათ ხელისუფლების ის რეიტინგი აღელვებთ, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის გამო მიიღო, ისინი გაბოროტებული არიან და ხელისუფლების წარმატების შურთ, - მე ხშირად ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი, რომ ოპოზიცია პანდემიის შედეგებს აანალიზებს და იქცევა იმ შურიანივით, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობა შეშურდება. მოცემულ შემთხვევაში პანდემიასთან ხელშესახები შედეგი გვაქვს, - ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების მომხრეების სასარგებლო რამ, მათ შორის ბუნებრივია ოპოზიციისთვისაც სასარგებლოა, რადგან პანდემიას არა აქვს საზღვრები, ეროვნება, სქესი, რელიგია და პარტიულობა. შესაბამისად, რაღაცის შეკავება მოვახერხეთ ყველას უნდა გვიხაროდეს. აპროტესტებდნენ იმას რაც არ მოუსმენიათ, რასთან დაკავშირებითაც კითხვა არ დაუსვამთ და კარგია, რომ საზოგადოებამ ნახა რატომ იყო ხმაური“, - განაცხადა გაბაიძემ.

რაც შეეხება ანგარიშსს, გაბაძიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძე ორი წელია მთავრობის თავმჯდომარეა და უკვე მეორეჯერ მიდის და არ ერიდება ანგარიშს აბარებს.

„ვფიქრობ, რომ ანგარიში იყო ეფექტური. საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე უწევს აჭარის მთავრობას მუშაობა და მთავრობა თავის საქმიანობაში არის ეფექტური პანდემიასთან ბრძოლაში. პრაქტიკულად ინფრასტრუქტურის ნაწილში შეფერხება არ გვექნება. ყველა დაწყებული პროექტები ჩვეულებრივად მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით გაბაიძე - ოპოზიცია პამდემიის შედეგებს აანალიზებს და იმ შურიანივით იქცევა, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურდა

ოპოზიცია პამდემიის შედეგებს აანალიზებს და იქცევა იმ შურიანივით, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურდა,- ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ გააკეთა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაურიანი სხდომა შეაფასა.

მისი თქმით, აჭარის მთავრობა ეფექტურად მუშაობს და პანდემიით გამოწვეული კრიზის მიუხედავად ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები არ ჩერდება.

"მას შემდეგ რაც ხელისუფლების წარმატება გამოჩნდა პანდემიასთან დაკავშირებით, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი მწყობრიდან საერთოდ გამოვიდა. მათ ხელისუფლების ის რეიტინგი აღელვებთ, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის გამო მიიღო, ისინი გაბოროტებული არიან და ხელისუფლების წარმატების შურთ, - მე ხშირად ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი, რომ ოპოზიცია პანდემიის შედეგებს აანალიზებს და იქცევა იმ შურიანივით, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობა შეშურდება. მოცემულ შემთხვევაში პანდემიასთან ხელშესახები შედეგი გვაქვს, - ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების მომხრეების სასარგებლო რამ, მათ შორის ბუნებრივია ოპოზიციისთვისაც სასარგებლოა, რადგან პანდემიას არა აქვს საზღვრები, ეროვნება, სქესი, რელიგია და პარტიულობა. შესაბამისად, რაღაცის შეკავება მოვახერხეთ ყველას უნდა გვიხაროდეს. აპროტესტებდნენ იმას რაც არ მოუსმენიათ, რასთან დაკავშირებითაც კითხვა არ დაუსვამთ და კარგია, რომ საზოგადოებამ ნახა რატომ იყო ხმაური“, - განაცხადა გაბაიძემ.

რაც შეეხება ანგარიშსს, გაბაძიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძე ორი წელია მთავრობის თავმჯდომარეა და უკვე მეორეჯერ მიდის და არ ერიდება ანგარიშს აბარებს.

„ვფიქრობ, რომ ანგარიში იყო ეფექტური. საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე უწევს აჭარის მთავრობას მუშაობა და მთავრობა თავის საქმიანობაში არის ეფექტური პანდემიასთან ბრძოლაში. პრაქტიკულად ინფრასტრუქტურის ნაწილში შეფერხება არ გვექნება. ყველა დაწყებული პროექტები ჩვეულებრივად მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს