გორი-შავშვების მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია

გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ავტობანზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემოყვანილია სამი პაციენტი, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ 12 წლის მოზარდი. სამივე მათგანს სხეულზე აღენიშნება ექსკორაციები, თუმცა, დაზიანების ხარისხი საფრთხეს არ უქმნის არცერთი მათგანის სიცოცხლეს. სამივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და გაეწერებიან ბინაზე“, - განაცხადა „გორმედის“ ექიმმა ლექსო ხეთაგურმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა