თსუ-სა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიან პროექტს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 10 ივნისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

„მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მოაწერენ. მემორანდუმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პანდემიის შედეგად დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გამოწვეული დავის მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას შეუწყობენ ხელს. გარდა ამისა, მხარეები ერთობლივ კვლევით და საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ, სადაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი მედიატორები იქნებიან ჩართული და თეორიისა და პრაქტიკის გზით მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას დაუჭერენ მხარს. ამასთან ერთად თსუ-ის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი და მედიატორთა ასოციაცია თანამშრომლობის ერთობლივ პლატფორმას შექმნიან, რომელიც სახელმწიფოში კვლევის, განათლებისა და მომსახურების მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2011 წელს „სამხრეთ სამართლის სკოლის“ (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ პროგრამის „მართლმსაჯულების, დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივით დაფუძნდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება