ფოთში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე გადადიოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს კვლევები უტარდება.

„112-ის ბრიგადამ ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოიყვანა 69 წლის ქალი. პაციენტი ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და მიმდინარეობს კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია, პაციენტი გონზეა. დანარჩენი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა