აზერბაიჯანში სპეციალური კარანტინის რეჟიმი 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში სპეციალური კარანტინის რეჟიმი 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაანალიზების შემდეგ, ასევე ვირუსის გავრცელების და ინფიცირების დინამიკიდან გამომდინარე მიიღო.

ამასთან, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსა და რამდენიმე ქალაქში საკარანტინე რეჟიმი დროებით მკაცრდება.

კონკრეტულად კი, 14 ივნისიდან 16 ივნისის დილის 6:00 საათამდე ყველა სფეროში, გარდა გადაუდებელი საჭიროებებისა, მუშაობა, მომსახურება, ვაჭრობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მანქანების მოძრაობა შეჩერდება. ახალი წესები იმოქმედებს შემდეგ ქალაქებში: ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანში, ასევე აფშერონის, ევლახის, ისმაილის, ქურდამირის და სალიანის რეგიონებში.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 8 191-ს შეადგენს. მათგან 4 606 დაავადებული განიკურნა, 98 პაციენტის სიცოცხლე კი ლეტალურად დასრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა