ზუგდიდში, მიმდინარე წელს 60-მდე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ზუგდიდში, ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაღმარანის უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

უწყების ცნობით, რეაბილიტირდება 5 კილომეტრამდე საავტომობილო გზა, რომლის ღირებულება 1 600 000 ლარია. ეწყობა სანიაღვრე არხებიც.

გიორგი შენგელიას ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 21 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, ზუგდიდში კი 36 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ზუგდიდის მერიის ცნობით, ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა