ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფოთში, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულმა ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

მათი თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, კორონავირუსზე გამეორებითი ტესტის გაკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ.

,,როცა საშიში იყო გადაადგილება მაშინ დავდიოდით. ტურისტები შემოჰყავთ, რესტორნები გახსნეს და ჩვენ რატომ გვზღუდავენ? ასე თუ გაგრძელდა ტვირთების გატანა და შემოტანა არ მოხდა, ჩვენ იძულებულს გვხდიან მივატოვოთ მუშაობა. მერია პრობლემას ვერ აგვარებს. ნაცვლად იმისა , რომ სახელმწიფო დაგვეხმაროს, სასწაული რეგულაცია დაგვიწესა. როდესაც რეისიდან ვბრუნდებით გვიტარდება სწრაფი ტესტი საზღვარზე, მერე გვაძლევენ 72 საათს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებთ ფოთში ჩამოსვლას, კონტეინერის დაცლას, ახალი რეისის ნახვას და უკან მიბრუნებას. თან ახალი რეგულაციის თანახმად, გამეორებითი ტესტის საფასურის გადახდა თვითონ ჩვენ გვიწევს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების მოთხოვნები, შესაბამისი სტრუქტურის მიერ უმოკლეს ვადებში გადაწყდება.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების საკითხი. მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ დასმული საკითხები შესაბამისი სტრუქტურების მიერ უმოკლეს ვადაში იქნება განხილული. საკითხი გადაიჭრება ისე, რომ ყველა მხარის ინტერესი იქნას გათვალისწინებული", - განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

მძღოლები აღნიშნული რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო:ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს