იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წელს რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 000-მდე ობიექტზე ჩატარდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების - გოჩა-ჯიხაიშისა და გუბის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა.

აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 3 065 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა მოეწყობა. შესაბამისად, ადგილობრივები გადაადგილებას უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წელს იმერეთის მასშტაბით დაახლოებით 2000-მდე ობიექტზე ჩატარდება სამუშაოები.

"იმერეთში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ამჟამად დაახლოებით 500 ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს პროცესი , დასრულებული გვაქვს დაახლოებით 200 ობიექტი, მთლიანად წელს ჯამში 2000-მდე ობიექტზე გაიშლება სამუშაოები და დასრულდება წლის ბოლომდე. ეს შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სკოლებს, სკოლამდელ დაწესებულებებს და ა.შ.", - განაცხადა ზვიად შალმბერიძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს