ერევნის მერი ჰაიკ მარუთიანი თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ის მერიის კორონავირუსით დაინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში იმყოფებოდა.
როგორც დედაქალაქის მერის პრეს-სპიკერმა ჰაკობ კარაპეტიანმა სომხურ მედიასთან საუბარში განაცხადა, მერს კოვიდ 19-ი ჯერჯერობით არ დადასტურებია, თუმცა თვითიზოლაციაში დარჩება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 13 675 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 217 და გამოჯანმრთელებულია - 4 451 ადამიანი.