მაშველებმა ბირთვისის ციხის გზაზე, კლდოვანი ადგილიდან ახალგაზრდა მამაკაცი უვნებლად ჩამოიყვანეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბირთვისის ციხის გზაზე, კლდოვანი ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბირთვისის ციხის გზაზე მოქალაქე ვერ ახერხებდა კლდიდან ჩამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. “ინიციატორის განცხადებით, პიროვნება კლდოვან ადგილას, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფოდა. შეტყობინებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება. რთული რელიეფის გამო, საჭირო გახდა ოპერაციაში თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის ჩართვა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა