ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში,  თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე  "თევზის კაფეში" აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია

ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე "თევზის კაფეში" აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

როგორც ისინი აცხადებენ, აფეთქება დილის 06:00 საათზე, კაფის სამზარეულოს ნაწილში მოხდა.

შემთხვევის შედეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.

"აქ დილით არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, არავინ დაშავებულა. ეს კაფე თავად თევზის ბაზრობის მეპატრონეს ეკუთვნის. არ ვიცით სხვა დეტალები, ასეთი სურათი დაგვხვდა დილით",- განაცხადეს თევზის ბაზრობაზე დასაქმებულებმა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო