ანტონიო გუტერეში - პანდემიამ ჩვენი სისუსტის დემონსტრირება მოახდინა, იმან, რაც მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს, დაგვაჩოქა

პანდემიამ ჩვენი სისუსტის დემონსტრირება მოახდინა, იმან, რაც მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს, დაგვაჩოქა, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ქვეყნები არაკოორდინირებულად მოქმედების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობა და ერთობა აუცილებელია.

„თითოეული ქვეყანა საკუთარი გზით წავიდა და ეპიცენტრიც ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა“,- აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

„უნდა გავაძლიეროთ მრავალმხრივი ინსტიტუტები და მივცეთ მას ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გლობალურმა ეფექტურმა მმართველობამ იმოქმედოს და იმ დრამატულ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, რის წინაშეც ვდგავართ,“- განაცხადა გუტერეშმა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 7.3 მილიონს აჭარბებს, დაღუპულია 413 749 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა