ბათუმში "თევზის კაფეში" დასაქმებულები აცხადებენ, რომ კაფეში ბუნებრივი აირი მოწესრიგებული იყო

ბათუმში "თევზის კაფეში" დასაქმებულები აცხადებენ, რომ კაფეში ბუნებრივი აირი მოწესრიგებული იყო და სპეციალისტებმა გაზი სამი დღის წინ შეამოწმეს. მათი თქმით, კაფეს ადრე შენიშვნა ჰქონდა მიღებული და კაფეს ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხი გამოასწორა.

"კაფეში სამი დღის წინ ხელოსანი იყო მოსული და შეამოწმა. ჩვენ კარანტინის დროს არ ვმუშაობდით, 10 ათი დღეა რაც ვმუშაობთ. ხელოსანმა შეცვალა ყველაფერი. ამდენი ხანი კაფე ჩაკეტილი იყო და შეამოწმეს სპეციალისტებმა",- აცხადებენ თანამშრომლები.

ცნობისთვის, ბათუმში თევზის ბაზრობის გვერდით "თევზის კაფეში" აფეთქება მოხდა. აფეთქება დილის 06:00 საათზე, კაფის სამზარეულოს ნაწილში მოხდა.

შემთხვევის შედეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა