მარინა ეზუგბაია - კოვიდთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ - არ უნდა მოვდუნდეთ

არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარ-ჩვევები შევინახოთ და საჭიროების შემთხვევაში, გავაძლიეროთ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

„რაც იქნება, იმას უნდა შევებრძოლოთ. ლაპარაკი არის, რომ იქნება მეორე ტალღა, ეს ახლა არ უთქვამს არავის, ამაზე საუბარი არის, რომ კოვიდთან ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და უნდა ვისწავლოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ სიტუაციას, რომ თავი დავიცვათ მუდმივ რეჟიმში. არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარ-ჩვევები შევინახოთ და საჭიროების შემთხვევაში, გავაძლიეროთ და ვეცადოთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან, გვერდზე მდგომი ყველა დავიცვათ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, იქნება თუ არა საქართველო მეორე ტალღისთვის მზად, ეზუგბაია ასე პასუხობს: „თუ პირველ ეტაპზე მზად ვართ, მეორე ეტაპზეც მზად უნდა ვიყოთ, რატომ არ უნდა ვიყოთ?“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა