ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დღეიდან სოფლის მცხოვრებლებს გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდებათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირების ბოლო დადასტურებული შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. ინფიცირებული, სოფელ ქვემო ბოლნისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეისთვის კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 4 გარდაიცვალა, 114 კი გამოჯანმრთელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა