ატმის მოსავლის დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ატმის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან და ექსპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ის სადისტრიბუციო ლოკაცია დაათვალიერა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ატმის მოსავლის უსაფრთხო და შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეირჩა.

უწყების ინფორმაციით, სადისტრიბუციო ლოკაციაზე იმუშავებს ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელთა საშუალებითაც გადამზიდი მანქანების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლები პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებენ. გადამზიდი მანქანების გადაადგილება გაკონტროლდება.

„წელს ატმის უხვ მოსავალს ველოდებით. საპროგნოზო რაოდენობა, დაახლოებით, 35 000 ტონაზე მეტია. წელს, სეზონზე 20 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ახალი კორონავირუსის პანდემიური პირობებიდან გამომდინარე, გურჯაანის მუცინიპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე შევარჩიეთ ლოკაცია, სადაც მანქანები საექსპორტო პროდუქციით დაიტვირთებიან. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა, მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. სახელმწიფო მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ქალაქ გურჯაანში არსებული საორგანიზაციო შტაბი, შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, ატმის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის ოპერატიულად მოგვარების მიმართულებით იმუშავებს.

სამუშაო შეხვედრას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ატმის მოსავლის  დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ატმის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან და ექსპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ის სადისტრიბუციო ლოკაცია დაათვალიერა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ატმის მოსავლის უსაფრთხო და შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეირჩა.

უწყების ინფორმაციით, სადისტრიბუციო ლოკაციაზე იმუშავებს ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელთა საშუალებითაც გადამზიდი მანქანების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლები პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებენ. გადამზიდი მანქანების გადაადგილება გაკონტროლდება.

„წელს ატმის უხვ მოსავალს ველოდებით. საპროგნოზო რაოდენობა, დაახლოებით, 35 000 ტონაზე მეტია. წელს, სეზონზე 20 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ახალი კორონავირუსის პანდემიური პირობებიდან გამომდინარე, გურჯაანის მუცინიპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე შევარჩიეთ ლოკაცია, სადაც მანქანები საექსპორტო პროდუქციით დაიტვირთებიან. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა, მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. სახელმწიფო მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ქალაქ გურჯაანში არსებული საორგანიზაციო შტაბი, შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, ატმის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის ოპერატიულად მოგვარების მიმართულებით იმუშავებს.

სამუშაო შეხვედრას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია