ურეკში წყლის პროექტის ფარგლებში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში წყლის პროექტის მშენებლობის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოებს ახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის დასრულებულია დაბის ძირითადი ნაწილის ახალ სისტემაზე დაერთება და მიმდინარეობს დარჩენილი - თაყაიშვილის ქუჩის ნაწილისა და ორი ჩიხის გადართვა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

„ურეკში წყლის სისტემის მოწყობის პირველი ეტაპი 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებდა მხოლოდ ქსელის მოწყობას. მეორე ეტაპის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ურეკის წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2019 წლის შემოდგომაზე დაასრულა, რომლის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილები, რეზერვუარები და სატუმბი სადგურები, ასევე გაკეთდა სადაწნეო და გამანაწილებელი ქსელი. სრულიად განახლდა საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა და აშენდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყალარინების გამწმნედი ნაგებობა. წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპის დასრულებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის პირველი ფაზის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ახალ სისტემაზე გადართვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც სრულად შევა ობიექტები ექსპლუატაციაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა