ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პარლამენტის შენობის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს-აგვისტოს პირველ რიცხვებში დასრულდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს-აგვისტოს პირველ რიცხვებში დასრულდება.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„დაგეგმილი გვაქვს ივლისის ბოლოს - აგვისტოს პირველ რიცხვებში მოხდეს მთლიანად სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრდება, რომელშიც იგულისხმება არამხოლოდ იმ ფილების დაგება, ასევე შესაბამისი თარგების მოწყობა, მთლიანად მიმდებარე არეალის განახლება, იქ არსებული შადრევნების კეთილმოწყობა და ა.შ.”- განაცხადა ბენდელიანმა.

რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მერის მოადგილის თქმით, ივნისის თვის ბოლოს ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება.

„ჩვენ ვართ ბოლო მონაკვეთზე გადასულები. მომდევნო კვირის ბოლოსთვის საგზაო სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, დაახლოებით 20 რიცხვისთვის. ასევე, ტროტუარებზეც მიმდინარეობს ბუნებრივი ქვით მოპირკეთება. ივნისის თვის ბოლოს ძირითადი სამუშაოები დასრულებული იქნება”,- განაცხადა ბენდელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა