„მე მიყვარს ბათუმის" წევრი ალექსანდრე მილორავა პარტია „ევროპული საქართველოს" წევრობას უარყოფს

საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის" წევრი ალექსანდრე მილორავა პარტია „ევროპული საქართველოს" წევრობას უარყოფს.

როგორც მან განაცხადა, აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაცია პოლიტიკურ განცხადებას უკვე მეორედ აკეთებს, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამ ჩემს მიმართ უკვე მეორედ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რაც აბსოლიტურად მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. ასეთ განცხადებებს დიეტოლოგი თორნიკე რიჟვაძე უნდა აკეთებდეს და არა მაუწყებლის მენეჯმენტი.

რაც შეეხება ჩემს პარტიულ სიაში ყოფნას, მინდა აღვნიშნო, რომ ამ სიაში პირველი ნომერი არის რაულ თავართქილაძე და მეორე ნომერი ამირან ტაკიძე, რომლებმაც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ოფიციალურად დატოვეს პარტია.

მე არაერთხელ დავადასტურე, რომ ეს პარტია დავტოვე და ეს დაადასტურეს „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმაც.

ჩემი მხრიდან არცერთი თანამშრომლის მიმართ ზეწოლა არ განხორციელებულა, მეც ასევე მივმართავ სახალხო დამცველს ყურადღებით, დაკვირვებით გამოიკვლიოს ეს საკითხი, რადგან უკვე ტელევიზიის ადმინისტრაციისგან პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე მოდის",- განაცხადა მილორავამ.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაცია საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის" წევრის ალექსანდრე მილორავას შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც არხის კადრების განყოფილების უფროსი ემზარ პაქსაძე აცხადებს, ალექსანდრე მილორავა პარტია „ევროპული საქართველოს" წევრია. ემზარ პაქსაძის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე აქცია პოლიტიკურად მართულია.

ემზარ პაქსაძემ ბრიფინგზე ალექსანდრე მილორავას ოპოზიციის წევრებთან გადაღებული ფოტოც წარმოადგინა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, ალექსანდრე მილორავა 13 დღიე შიმშილობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს