გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის ერთ-ერთ უბანში მიმდინარე სამუშოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.

„პროექტი ითვალისწინებს როგორც ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას. პროექტის ღირებულება 474 474 ლარია. ე.წ. „ნახალოვკის“ უბანში მცხოვრებ 120 - მდე ოჯახს, სოფლის სხვა დანარჩენი უბნებისგან განსხვავებით, დღემდე სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ოჯახებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა