თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს „მინისტრის საათის" ფორმატში შეკითხვებს პანდემიის პირობებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით დაუსვამს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 12ივნისს „მინისტრის საათის" ფორმატში მივა პარლამენტში, შეკითხვებს სამინისტროს მიერ პანდემიის პირობებში განხორციელებულ შესყიდვებთან მიმართებით დაუსვამს.

„კარგია, რომ მან პარლამენტში მოსვლა გადაწყვიტა. „მინისტრის საათი" მნიშვნელოვანი ფორმატია და დღემდე არცერთ მინისტრს უარი არ უთქვამს ამ ფორმატით პარლამენტის წინაშე გამოცხადების თაობაზე. ეს მათი ვალდებულებაა.

ბოლო პერიოდში, ალბათ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით ისმოდა, იყო პანდემიის პირობებში განხორციელებული სხვადასხვა შესყიდვები და ის თემები, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენდა იყო, თუ არა აუცილებელი საგანგებო რეჟიმის პერიოდში საგანგებო ფორმით განხორციელებულიყო. ვფიქრობ, რომ მეც ამ მიმართულებით დავსვამ კითხვას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, მას ოპოზიციასთან სალაპარაკო არ აქვს და პარლამენტში მათთან სასაუბროდ არ მიდის, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი დეპუტატებს პატივს კი არ დებს, როდესაც კითხვებზე პასუხობს, ის ამით თავის ვალდებულებას ასრულებს. ამიტომ, დეპუტატის თქმით, მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„მინისტრს აქვს ვალდებულება, მოვიდეს სხდომათა დარბაზში და უპასუხოს პარლამენტის წევრების კითხვებს იმის მიუხედავად, მოსწონს თუ არა მას პარლამენტის ეს წევრები", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა