სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ასპინძის მუნიციპალიტეტში მერს და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტში მერს და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გაწეული დახმარების საკითხი. სახელმწიფო რწმუნებულმა, უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისას გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობდა ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს.

„შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრის შემდეგ მხარის რწმუნებულმა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე მოინახულა ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ბესიკ ამირანაშვილი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს და არსებულ საჭიროებებს პრობლემებს პირადად გაეცნობა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს