სოფელ გეტაში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება ჩატარდა

სოფელ გეტას საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა, ორი საინკუბაციო პერიოდი კი რამდენიმე დღეში მთავრდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„დღეს ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტირების მეთოდით, სამიზნე ჯგუფებიდან 35 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. წითელ ზონაში ასევე მასობრივი თერმოსკრინინგიც განხორციელდა.

აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, უახლოეს დღეებში, სოფელ გეტასთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გეტას გარდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სოფელი მუშევანია ჩაკეტილი.

ამ ეტაპისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა, 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა