წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება

2020 წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სხვა სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.

მათივე ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის, სამუშაოები 1,9 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც ასევე შენდება 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები ექნება.

უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ექსპლუატაციაში შესვლით ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„პროექტის დასრულების შედეგად, ასევე გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო, გადაზიდვების ხარჯები, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის დარჩენილი 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობისთვის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, მოეწყობა წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს