ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - „ფეისბუქმა“, „გუგლმა“ და „ტვიტერმა“ „ფეიკ ნიუსთან“ ბრძოლის შესახებ ყოველთვიური ანგარიშები უნდა წარმოადგინონ

„ფეისბუქმა“, „გუგლმა“ და „ტვიტერმა“ „ფეიკ ნიუსთან“ ბრძოლის შესახებ ყოველთვიური ანგარიშები უნდა წარმოადგინონ, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა ჟუროვამ განაცხადა.

„დეზინფორმაცია არა მარტო ჩვენი დემოკრატიის სიჯანსაღეს, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც აზიანებს. მას ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა, ხელისუფლების მხრიდან რეაგირების ძირის გამოთხრა და შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროში მიღებული ზომების შესუსტება შეუძლია, ”- განაცხადა ჟუროვამ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, „ფეიკ ნიუსების“ „ფრონტმა“ კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხზე გადაინაცვლა. ვერა ჟუროვამ განმარტა, რომ ონლაინ პლატფორმებმა „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ყოველთვიური ანგარიშები უნდა წარმოადგნონ და ამ გზით, ხელი შეუწყონ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციისა და რეკლამების შეზღუდვას.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვიდეო აპლიკაცია „ტიკ ტოკი“ „ფეისბუქის“, „გუგლის“, „ტვიტერისა“ და „მოზილას“ მიერ ხელმოწერილ ქცევის კოდექსს შუერთდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა