პრემიერ-მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ამბულატორიაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს და პირადად მიიღო ინფორმაცია პანდემიის პირობებში ამბულატორიის მუშაობის თაობაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის ამბულატორიებმა გამართულად იმუშაონ და მათთვის საჭირო ყველა ტექნიკით და მედიკამენტით იყვნენ უზრუნველყოფილნი.

მთავრობის მეთაური ზემო ნიქოზში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო:პრემიერ-მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს შეხვდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა