„ლავასოღლის" ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლიდან თურქეთის საკონსულომდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის" ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლიდან თურქეთის საკონსულომდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.

ისინი თურქეთის საკონსულოსგან პასუხს ითხოვენ, როდის იგეგმება მინდია გორაძის ექსტრადირება.

აქციის მონაწილეებმა ბათუმის იუსტიციის სახლიდან თურქეთის საკონსულოსთან გადაიტანეს კარვები.

მინდია გორაძის ექსტრადირების მოთხოვნით 15 პირი ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს, ხოლო პროტესტის ნიშნად ოთხ ადამიანს პირი აქვს ამოკერილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს