უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის განხილვა დაიწყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ჩხარტიშვილს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

"მოხსენების დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მოისმინეს მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსაზრებები რეორგანიზაციის, საბიუჯეტო ნაშთის, სახელფასო ფონდის გადანაწილების, მოძრავი სატელევიზიო სადგურისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომელთაც, სხდომის ბოლოს, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, ასევე მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის მისამართით გამოხატეს თავიანთი პოზიციები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიში ბიუროს წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო