ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას - თქვენთან დისტანცირებული ვართ დიდი ხანია, დისტანცია დაცულია ჩვენს შორის

ბატონი ანრი, ნუ ბრაზობთ და გთხოვთ, ტონი დავარეგულიროთ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელმაც პლენარულ სესიაზე პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებული კანონპროექტი წარმოადგინა.

ეკა ბესელიას გაღიზიანება ანრი ოხანაშვილის განმარტებებს მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ დეპუტატი კანონპროექტის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებაზე ესაუბრება და ეს თავადაც კარგად იცის. რაზეც ბესელიამ განაცხადა, რომ ეს „პერსონალური გარჩევის“ კანონპროექტი არ არის.

„ნუ ბრაზობთ, ბატონი ანრი და გთხოვთ, ტონი დავარეგულიროთ, ეს არ არის პერსონალური გარჩევის კანონპროექტი. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება და არ შეიძლება ასე, ზედაპირულად, ნაჩქარევად, ამ განმარტებებით კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანების შემოტანა, ვერავინ გაიგებს ახლა მართლა, ვის ეხება და ვის არა. რას ამბობთ, რომ პარლამენტში რომ მოქალაქე შემოვა ის ვალდებულია და ჩვენ რომ შუბლზე რაღაც სიცხის გამზომავს მოგვადებენ, ამიტომ არ ვართ საფრთხის შემცველი და არ მოგვეკარება არავის ვირუსი? ჟურნალისტმა შეიძლება ატაროს, შეიძლება არა, მთავრობამ დაარეგულიროს ესო, ამას მეუბნებით? ეს არის სწორი განმარტება? იურისტის განმარტება?“ , - განაცხადა ბესელიამ.

დამშვიდებისკენ მოუწოდა მას ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში შესაძლებელია, დისკუსია.

„ჩვენს შორის მთავარი სხვაობა არის შემდეგი: თქვენ ამბობთ, რომ მე შემომაქვს სანქციები და არ იცით, რომ სანქციები მოქმედებს პირბადეზე. ჩაიხედეთ კანონში, კანონის წაკითხვა უნდა იცოდეთ. თუ უკეთესის დაწერის სურვილი გაქვთ და რესურსი დაწერეთ და წარმოადგინეთ. თუ გაქვთ საკითხები, რაც შეგვიძლია, კანონში ავსახოთ, მობრძანდით კომიტეტზე და დავარეგულიროთ, მაგრამ იმას ვერ დავარეგულირებთ კანონით, რაც დასარეგულირებელია მთავრობის დადგენილებით. რაც შეეხება დისტანციას თქვენთან დისტანცირებული ვართ დიდი ხანია და დისტანციაც დაცულია ჩვენს შორის “ , - მიმართა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა