ირაკლი კობახიძე - ჩვენი ლიტველი მეგობრები არ გულშემატკივრობენ კრიმინალებს, ეს არის ძალიან მარტივი

ჩვენი ლიტველი მეგობრები არ გულშემატკივრობენ კრიმინალებს, ეს არის ძალიან მარტივი , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ხომ არ იყო ლინას ლინკევიჩუსის განცხადება ერთგვარი მინიშნება გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, თავადაც მოუწოდებს ყველა პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მომავალ კვირაში დაიწყება.

"მივესალმებით ასეთ განცხადებას, ლიტველები არიან ჩვენი მეგობრები და ბუნებრივია, ისინი მოუწოდებენ, პოლიტიკურ პარტიებს, შესრულდეს სრულად შეთანხმება. თქვენ ძალიან კარგად იცით, ვინ ასრულებს და ვინ არა შეთანხმებას. ჩვენ გვექნება კენჭისყრა მომავალ კვირაში. დაიწყება პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვა და ჩვენც მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, თითოეულმა მათგანმა ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მხარდაჭერის ვალდებულება აიღეს 8 მარტის შეთანხმებით. ჩვენი ლიტველი მეგობრები არ გულშემატკივრობენ კრიმინალებს, ეს არის ძალიან მარტივი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა