ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა

ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. მეშახტეების თქმით, ამ დროისთვის შეთანხმება შედგა და ტყიბულში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალურ კომისიას ელოდებიან, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.

მეშახტეების თქმით, ვიდრე დასკვნა არ დაიდება, შახტში მუშაობას არ განაახლებენ.

კომპანია "კოალ ოფ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, მიხეილ სოცკის თქმით, შახტში 2 დღის წინ მომხდარი ინციდენტისას ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას და ამბობს, რომ დასაქმებულებმა შახტიდან ამოსვლა საათნახევრით ადრე გადაწყვიტეს და არავინ გააფრთხილეს.

საწარმოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, შახტებში ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით, სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

თავად მეშახტეები მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტს გამორიცხავენ და კომისიის დასკვნას ელოდებიან.

რაც შეეხება ხელფასების მატებას, აცხადებენ, რომ ამ საკითხზეც გარკვეულწილად შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად გაემგზავრა.

მათივე ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს.

"ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად.

სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის