დონალდ ტრამპი - სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს, ახლავე დაიბრუნეთ ქალაქი!

სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს, რომლებსაც რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართავენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრეზიდენტი ტრამპი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, სიეტლში დემონსტრანტების მიმართ საჭირო ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ და ქალაქი დაიბრუნონ.

„რადიკალ მემარცხენე გუბერნატორსა და სიეტლის მერს იმ დონეზე იგდებენ მასხრად და ათამაშებენ, რისი მსგავსიც ჯერ ჩვენს დიდებულ ქვეყანას არ უნახავს. დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი უკან და თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მე ვიმოქმედებ. ეს თამაში არ არის. ამ მახინჯ ანარქისტებს დაუყოვნებლივ ქედი უნდა მოვახრევინოთ. სწრაფად იმოქმედეთ!“ - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისათვის, ანტირასისტული საპროტესტო აქციის მონაწილეები სიეტლის მერიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მერის გადადგომა მოითხოვეს.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს, ახლავე დაიბრუნეთ ქალაქი!

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა