კახეთის რწმუნებულმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ახალსოფელში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა სოფელ ახალსოფელში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. პროექტის ჯამური ღირებულება 1 680 000 ლარია, სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული.

"ახალსოფელი ერთ- ერთი ყველაზე დიდი სოფელია ყვარლის მუნიციპალიტეტში და ზოგადად კახეთში. ახალსოფელში ამჟამად, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგეხსენებათ რომ სოფელი დიდია, თავისი სპორტული ცხოვრების ტრადიციით და ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოფელს გააჩნდეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როსტომ სესიაშვილის თქმით, მოსახლეობის ჯანსაღი წესისადმი მიდრეკილება მაღალია და პროექტის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ.

"აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალსოფლის თემში შედის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები. ჯანსაღი ცხროვრების წესისადმი მიდრეკილება საკმაოდ მაღალია, მოსახლეობის განწყობა ამ პროექტის მიმართ არის საკმაოდ დადებითი და ელოდებიან მშენებლობის დასრულებას, რათა ახალ გარემოში შეძლონ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება“, - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა