ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 52 წლის ქალი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს, მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი დაემატა. 52 წლის ქალი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის კლინიკაში ხუთი ინფიცირებული პაციენტი ჰყავთ.

























