მინისტრის მოადგილე ამბროლაურში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

ამბროლაურში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობის მიმდინარეობას გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ოფისის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მათივე ცნობით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ განახლებულ სივრცეში ისარგებლონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით.

შენობა აღჭურვილი იქნება მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

“მოსახლეობას სატყეო სამსახურის სერვისებით სარგებლობა მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, რადგან ახალი ოფისი რაიონული ცენტრის ახლოს შენდება. ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სააგენტოს თანამშრომლეთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად, ასევე, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რებილიტაცია დაიწყო, განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო