ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ გეტას გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტადან, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 35 საკვლევი მასალიდან, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სოფელ გეტაში, სადაც ამ დრომდე საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს, კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა, ორი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეში მთავრდება. სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყეს. ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტირების მეთოდით, სამიზნე ჯგუფებიდან 35 ბიოლოგიური ნიმუში გუშინ აიღეს, ასევე ჩატარდა თერმოსკრინინგის მორიგი ეტაპი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ გეტას გარდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩაკეტილია სოფელი მუშევანიც. დღეისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი