ქუთაისში, „ჭომის“ დასახლებაში, სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში, „ჭომის“ დასახლებაში, სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლმა დავით ერემეიშვილმა და უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერა.

„სპორტული კომპლექსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია ითვალისწინებს მარტივი ტიპის გასახდელების, სველი წერტილების, ორიარუსიანი ტრიბუნების და სანიაღვრე არხის მოწყობას. შეიცვლება განათების სისტემაც. მოედნის მოცულობა საშუალებას იძლევა საწვრთნელი პროცესის დროს მოემსახუროს 30 პერსონას, ღონისძიებების დროს კი 200 ადამიანს. სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 111800 ლარია, შპს „თეგიკა უნივერსალი“ ასრულებს. რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება“,- აღნშნულია ინფორმაციაში.

„ჭომის“ დასახლებაში ეს მოედანი ათწლეულების მანძილზე არსებობდა, თუმცა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტული კომპლექსი იქნება კეთილმოწყობილი, კომფორტული და ხელმისაწვდომი ამ უბნის ყველა მაცხოვრებლისთვის“ , - აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს