ამირან გამყრელიძე - შეგვიძლია სომხეთს ლუგარის ლაბორატორიაში დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩავუტაროთ, ან 10 ათასი PCR ტესტი ვაჩუქოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს, ასევე მზადაა, მეზობელ ქვეყანას 10 ათასი PCR ტესტი აჩუქოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა და განმარტა, რომ საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს.

„მე როგორც ვიცი, დღეს სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის უნდა შედგეს სატელეფონო საუბარი და სომხეთის დახმარების საკითხთან დაკავშირებული დეტალები იქ გაირკვევა. მე შემიძლია დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციით გითხრათ, რომ შეგვიძლია ტესტირებაში დახმარება. დღიურად 500-დან 1000 – PCR ტესტამდე შეგვიძლია ჩავუტაროთ სომხეთს. ჩვენ შევთავაზეთ ეს, რომ შეგვიძლია ან ტესტირება ჩავატაროთ 500-დან-1000-მდე თუ ნიმუშები გვექნება, იცით რომ 4 საათის გზაა და 24 საათში შეგვიძლია პასუხი მივცეთ ან მეორე, ვაჩუქოთ დაახლოებით 10 ათასი PCR ტესტი,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დაეხმარება.

ინფორმაციისთვის, სომხეთში 11 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 14 669 შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 245 პაციენტი.

იხილეთ ვიდეო: შეგვიძლია სომხეთს ლუგარის ლაბორატორიაში დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩავუტაროთ, ან გარკვეული რაოდენობის PCR ტესტი ვაჩუქოთ - ამირან გამყრელძე

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი