კორონავირუსზე ტესტირება ადამიანთა დამატებით ჯგუფებს გაუკეთდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომზადდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ადამიანთა დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ტესტების გარკვეული მარაგები არის.

„მომზადდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ადამიანთა კიდევ დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება, რათა ჩვენ ინფექციის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ. ამისთვის გარკვეული მარაგები ქვეყანაში დღეს არსებობს. ასევე ვიცით, რას ველით ივნისში, რამდენი გვაქვს კიდევ შეკვეთილი ივლის-აგვისტო-სექტემბერში და როგორ ვაძლიერებთ ჩვენ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და სიმძლავრეებს. ჩემს გამოსვლას კი მთავარი მესიჯით ვამთავრებ - ნუ მივეცემით ილუზიას, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. კორონავირუსი ქვეყანაში ცირკულირებს და ჩვენ მასთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და პირველივე სიმპტომების: ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელების და სხვა რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისთანავე დავრეკოთ 112-ზე, დავურეკოთ ოჯახის ექიმს ან პირდაპირ მივიდეთ ცხელების კლინიკებში. ამასთან, ჩვენ ვაფართოვებთ ე.წ. ნაცხის ამღები პუნქტების წრეს ქვეყანაში, რათა ადამიანებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ეს პროცედურა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა