თბილისის საკრებულო საკვები პროდუქტებით კიდევ 500 ოჯახს დაეხმარება

სამშენებლო კომპანია „დომუსი“ თბილისის საკრებულოს მიერ დაწყებულ კამპანიაში ჩაერთო, რომლის ფარგლებში, საკრებულოს უმრავლესობის წევრები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს ეხმარებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კომპანია „დომუსმა“ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს 500 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათი გადასცა.

მათივე ცნობით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში დაარიგებენ. უწყების ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ კომპანია „დომუს“-ს გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კამპანია, რომელიც საკრებულომ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაიწყო, კერძო სექტორის დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს. დღესვე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს კომპანია „Geosafty“-მ საჩუქრად სადეზინფექციო საშუალებები გადასცა. რაც შეეხება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას, თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების დახმარება 29 მარტს დაიწყო და დღეის მონაცემებით, დახმარება ორი ათასზე მეტ ოჯახს გაეწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა