15 ივნისს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მე-8 ტომი გამოვა, რომელიც კვებით ალერგიას ეხება

15 ივნისს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის ბოლო, მე-8 ტომი გამოვა, რომელიც კვებით ალერგიას ეხება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მე-8 ტომი - „კვებითი ალერგია, საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა“ საშუალებას გაძლევთ, დაადგინოთ, თუ რომელი საკვები პროდუქტები იწვევენ თქვენში ყველაზე მეტ დისკომფორტს. ასევე, უკეთესად გაერკვევით გასტროენტერიტთან, საკვების მიმართ შეუწყნარებლობასა და კვებით ალერგიასთან დაკავშირებულ საკითხებში. ისწავლით იმ სიმპტომების იდენტიფიცირებას, რომლებიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე მიუთითებენ და ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელი ანალიზების ჩატარების კუთხითაც დაკვალიანდებით. აქვე გაეცნობით არაერთ სასარგებლო ინფორმაციას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ჯანსაღი პროდუქტი შეიძინოთ და კერძები სათანადო წესების დაცვით მოამზადოთ, რითაც თავიდან აირიდებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების საფრთხეს; გაეცნობით რეკომენდაციებსაც, რომელთა მეშვეობით საკვების მიმართ შეუწყნარებლობის მართვას შეძლებთ და მავნე პროდუქტების მოხმარებას თავიდან აირიდებთ.

კვებითი ალერგია რთული, მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში 220 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება და მსოფლიო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა. რამდენადაც სწრაფია მისი გავრცელების ტემპი, იმდენად დიდია ამ პრობლემისადმი საზოგადოების როგორც ინტერესი, ისე მღელვარების მიზეზი. კვებითი ალერგია კონკრეტულ კვებით ალერგენზე არასასურველი რეაქციაა, რასაც უზრუნველყოფს იმუნოლოგიური მექანიზმები და იმ ადამიანს უვითარდება, რომელიც მგრძნობიარეა ამ კონკრეტული ალერგენის მიმართ.

„კვებით ალერგიაზე ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების დროულად ამოცნობის შესაძლებლობას და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებაზე გაწეულ ხარჯებს. გარდა ამისა, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ ისეთი მძიმე ალერგიული რეაქცია, როგორიც ანაფილაქსიაა, შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ამ ნაშრომიდან მკითხველი გაიგებს, როგორ ამოიცნოს დროულად კვებითი ალერგია თუ საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაცია, როგორ განასხვაოს ალერგიით განპირობებული საფრთხეები საკვების აუტანლობისგან, მიიღებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, გაეცნობა დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდების თავისებურებებს, პრევენციისა და მკურნალობის უახლეს გზებსა და პერსპექტივებს. ეს წიგნი კარგი გზამკვლევია პაციენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის. თანამედროვე და უახლესი ინფორმაცია ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს პრობლემისადმი ცნობიერების ამაღლებასა და განათლების მიღებაში, ჯანდაცვის პროფესიონალებს კი ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება”, - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია რუხაძე.

შეგახსენებთ, რომ "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის" არის სერია, რომელიც მკითხველს ყველაზე გავრცელებული დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ-ფაქტორებსა და დიაგნოსტიკაზე, გამწვავების მართვასა და პრობლემების მოგვარების გზებზე პოპულარული ენით მიაწვდის ინფორმაციას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა