ნათია თურნავა - გავრცელდა დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით, ესაა თავდაყირად მოწოდებული ინფორმაცია

ამ დღეებში გავრცელდა აბსოლუტურად დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით. ესაა თავდაყირად მოწოდებული ინფორმაცია, - ამის შესახებ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის, ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რისთვისაც საკურორტო ქალაქში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა პანდემიის მიუხედავად დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

„დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა მიმდინარეობს. პროექტირების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მშენებლობის არეალში მოექცა მიწის ნაკვეთი, რომელიც „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის. აღნიშნულ არეალში სხვა კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებიც მოექცა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება ესა თუ ის მიწა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა განავითაროს, ხდება მესაკუთრისთვის ალტერნატიული სახელმწიფო ნაკვეთის შეთავაზება,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების სააგენტოს მომართვას „ქართუ ჯგუფი“ დაეთანხმა და კუთვნილი მიწა გადაიცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში.

„აქედან გამომდინარე, ეს მომდინარეობდა სწორედ ჩვენი და არა „ქართუ ჯგუფის“ ინტერესიდან. კომპანიამ, როგორც ყოველთვის, გაითვალისწინა სახელმწიფოს ინტერესი და თავისი მიწა დათმო ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ,“- განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც თურნავამ აღნიშნა, დიდველის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც დამსვენებლები პარკინგად სრულიად უფასოდ იყენებენ, ასევე „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.

„აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი ნახა, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლოა”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას