ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ216(ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის კმ15-კმ17 (ქ.ქუთაისი ჭავჭავაძის გამზირი, გუგუნავას ქუჩის შესახვევიდან გზაგამტარი ხიდის ჩათვლით) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 12 ივნისიდან, 12 ივლისის ჩათვლით, მხოლოდ ღამის საათებში 22:00 საათიდან-07:30 სთ-მდე, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.